Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ცხოვრებოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მსხლები, ჯავის რაიონი. 1934-1936წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1936 წლიდან იყო კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრის ოსური დასის მსახიობი. მის მიერ შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: ზაბელინი (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), ჩერმენი (გ. პლიევის "ჩერმენი"), ლოპესი (ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი"), დომინგო (ფ. შილერის "დონ კარლოსი"), კასიო (უ. შექსპირის "ოტელო"), პუპა (ე. ბრიტაევის "ორი და"), ისაკი (ნ. გაგლოევის "ისაკ ხარებოვი"), პავლინი, ბარონი (მ. გორკის "ეგორ ბულიჩოვი და სხვები" და "ფსკერზე"), ონისე (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), საფრანგეთის მეფე (შექსპირის "მეფე ლირი"), პრეზიდენტი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.38; кино-театрюру : www.kino-teatr.ru Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |