შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ფილიპოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ბათუმის I საშუალო სკოლა 1936 წელს. 1937 წელს შევიდა ბათუმის სამხატვრო სასწავლებელში, საიდანაც მოხალისედ წავიდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1946-1947წწ. სწავლა განაგრძო თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში; 1947-1954წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1954 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მთავარი მხატვარი. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ჯაკომეტის "დამნაშავის ოჯახი", პ. ლორიას "დინარა", ა. შირვანზადეს "პატიოსნებისათვის", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", "არგონავტები", "ამაღლებული სოფელი", "აიეტი", ი. ვაკელის "აპრაკუნე", ლ. გოთუას "მეფე ერეკლე", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური", პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", მ. მრევლიშვილის "ზვავი", დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", "ირინეს ბედნიერება", ნ. პერილიასის "ბაფთიანი გოგონა", ა. ფსათასის "საჭიროა მატყუარა", ი. პეიჩევის "ყოველ შემოდგომის საღამოს", უ. პრისტლის "განძი", მოლიერის "ძალად ექიმი", ა. ოსტროვსკის "უმზითვო", მ. ბაიაუიევის "დუელი", ნ. გოგოლის "რევიზორი" გ. ხუხაშვილის "მოსამართლე", შ. დადიანის "გუშინდელნი", უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე", ბ. ვასილიევის "განთიადი კი აქ წყნარი იცის", ე. იურანდოტის "მეცხრე წმინდანი", ა. ჩხაიძის "როცა ქალაქს სძინავს", გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი", ჩ. აიტმატოვის "ჩემი წითელი თავსაფრიანი ჩინარი" და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.38; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |