The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ გოგუა

ნუგზარ გოგუა
Date of birth:20 December, 1953  (71 years)
Category:Geologist, Engineer, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს; მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის პოლიტეკონომიისა 1987 წელს და თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტები.

1980-1982წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ სამმართველო "საქგეოლოგიის" თბილისის სპეციალიზებულ ჰიდროგეოლოგიურ პარტიებში: ტექნიკოს-გეოლოგად; 1982-1983წწ. გეოლოგად; 1983-1992წწ. ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური ექსპედიციის შავი ზღვის საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უბნისა და პარტიის უფროსად; 1992-1995წწ. იყო საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის შავი ზღვის ლითომონიტორინგული კვლევების ცენტრის უფროსი; 1995-1999წწ. სს ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრ "სტიქიის" მთავარი ინჟინერი; 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრ შპს "საინჟგეოს"; მონაწილეობდა საქართველოს ატომური ელექტროსადგურის მოედნების, ქარხანა "რადიანის", მარნეულის მანქანათმშენებელი ქარხნის პროექტებთან დაკავშირებულ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებში; ბავშვთა ქალაქ "მზიურის" საპროექტო-საძიებო სამუშაოებში; საშიშ სტიქიურ გეოლოგიურ პროცესებზე რეჟიმული დაკვირვების საყრდენი ქსელების მოწყობა-მონიტორინგის და ენგურის ჰიდროკვანძის სადერივაციო გვირაბისა და მიმდებარე ტერიტორიების მდგომარეობის შეფასების საინჟინრო-გეოლოგიურ და ჰოდროგეოლოგიურ სამუშაოებში; სპიტაკისა (სომხეთი, 1988), რაჭა-ლეჩხუმის (1991) და თბილისის (2003) მიწისძვრების შედეგთა სალიკვიდაციო მუშაპროექტების შემუშავებაში; ხელმძღვანელობდა საინჟინრო-გეოლოგიურ სამუშაოებს ბათუმში (ჩვიდმეტსართულიანი სასტუმროს პროექტისთვის), "ბრითიშპეტროლიუმის" დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენისა და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" გაზსადენის ტრასის ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კვლევებს; სუფსის, ყულევი-ფოთისა და ახალციხის ნავთობპროდუქტების ტერმინალებზე, სუფსის ქიმიურ და საგარეჯოს ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ ქარხნებზე, თბილისი-ბოლნისისა და დასავლეთის მიმართულების ბოჭკოვან-საკაბელო ტრასაზე ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარებას; მდინარე ბჟუჟას ფილტრატების საექსპლუატაციო რესურსების, სოფ. ჩიხას (საჩხერის რაიონი) ტერიტორიაზე ინერტული მასალების საბადოსა და მცხეთის რაიონში ცეოლითის მარაგების გათვლისა და სხვა სტრატეგიულ პროექტებს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.158-159

Member of Organizations

  • ევროპის ინჟინერ-გეოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ევროპის მეცნიერ-გეოლოგთა ასოციაცია, წევრი

Share: