Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელდარ სახლთხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტი 1956 წელს. 1956-1957 წლებში მუშაობს სოხუმის თეატრის ქართულ დასში. 1957 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ვარამი (ა. აფხაიძის "არაგველები"), ლექსო (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში"), თავერა, ლიმონა(ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", "საბრალდებო დასკვნა"), ელდარი (რ. ებრალიძის, ს. დოლიძის "ჩვენ მისი უდიდებულესობა"), მონტეგი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), პარტყუ (ნ. წულეისკირის "თუთარჩელა"), დიმიტრი (მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), მთქმელი (ა. გრიფიუსის "ქეთევან წამებული"), კაპიტანი ქობალავა (ალ. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე"), ტყის მჭრელი (გ. ლორკას "სისხლიანი ქორწილი") და სხვა. ე. სახლთხუციშვილი გადაღებულია ფილმებში: "გალობის რაინდები" (2010), "ოქროს ობობა" (1992), "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" (1985), "სამი ალიყური" (1982). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.23; www.geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |