შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის გოლუბჩიკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1964 წელს. იქვე დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია. მუშაობდა მოსკოვის საცხოვრებელი სახლების ექსპერიმენტული პროექტების ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ასევე, ანალოგიურ ინსტიტუტში სამკურნალო და საკურორტო შენობების მიმართულებით - არქიტექტორად, შედგომ მთავარი არქიტექტორისა და განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე; საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქ. ქუთაისის მთავარ არქიტექტორად და საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურული დაგეგმარების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 1983 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ქალაქგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელად; მისი ავტორობით შემუშავდა პროექტი და აშენდა ქ. ადლერში დასასვენებელი კომპლექსი 7000 დამსვენებელზე, მონოლითური ვარიანტი, მცოცავი ქარგილის გამოყენებით, არქიტექტურის განყოფილება ქალაქ ქუთაისში, სასტუმრო და სავაჭრო ბიზნეს-ცენტრი ქ. ტიუმენში; გამოქვეყნებული აქვს 72-მდე სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორისაა "პროფილაქტიკურ-სამკურნალო დახმარების არქიტექტურულ გეგმარებითი ორგანიზაცია"; მონაწილეობდა მრავალ არქიტექტურულ კონკურსში, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.159-160
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |