The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი გორგოშიძე

გივი გორგოშიძე
Date of birth:16 September, 1934  (90 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს; სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემია სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის ორგანიზაციის სპეციალობით 1983 წელს.

1958-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1967 წელს დაინიშნა "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოს ბიჭვინთის უბნის უფროსად, ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საკურორტო კომპლექსის მშენებლობაზე და დიდი წვლილი შეიტანა ამ კომპლექსის მშენებლობის მაღალი ხარისხითა და დროულად დამთავრების საქმეში; 1968-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" ექსპერიმენტული სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ამავე სამინისტროს N10 და N18 სამშენებლო ტრესტების სამმართველოს უფროსად; 1972-1975წწ. იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობის უფროსი ინჟინერი მშენებლობის დარგში; 1975 წელს გადაიყვანეს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N11 ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1976-1981წწ. იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1983-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1986-1986წწ. ამავე სამინისტროს სამრეწველო მშენებლობათა მთავარი საწარმოო განმკარგულებელი სამმართველოს უფროსად; 1986 წელს დაინიშნა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილედ მშენებლობისა და ეკონომიკის დარგში, სადაც მუშაობდა 1988 წლამდე; 1988 წელს, საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ახალი სტრუქტურის თანახმად, რამდენიმე მონათესავე სამინისტროს გაერთიანების შემდეგ, დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1995-2005წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტს; 2005-2010წწ. მუშაობდა შპს "აღმშენებლობის"ტექნიკურ დირექტორად; 2010-2012წწ. იყო შპს "სოგურის" დირექტორი; 2015 წლიდან დაინიშნა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მრჩევლად ინფრასტრუქტურის სფეროში; მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი, არის ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.160-161


Share: