შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა გორდეზიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1967წწ. იყო სასოფლო-სამეურნეო შენობებისა და ნაგებობების საკავშირო ს/კ ინსტიტუტის (ქ. ორიოლი, მოსკოვი) ასპირანტურა, მაცნიერ-თანამშრომელი; 1967-1976წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს N1 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, ტრესტ "ორგტექსოფლმშენის" მმართველად; 1976-1999წწ. იყო ამავე სამინისტროს ტრესტ "საქაგროტექსოფლმშენის" (შემდეგ ტექნიკური ცენტრი და შპს "აგრომშენპროგრესი") მთავარი ინჟინერი, მმართველი; უშუალოდ ხელმძრვანელობდა სამინისტროს ობიექტების მშენებლობის საორგანიზაციო და სამშენებლო პროექტების განხორციელებას, სასოფლო მშენებლობაში პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვას, შრომის მეცნიერულ ორგანიზაციას, მშენებლობის ეკონომიკურ ანალიზს და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.161-162; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.294 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |