შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხასან ხარაზია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა კრასნოდარის კავკასიის მთიელთა სამხედრო საკავალერიო სასწავლებელი 1932 წელს, 1940 წელს მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, 1942 წელს კ. ვოროშილოვის სახელობის გენშტაბის აკადემიის კურსები. დიდი სამამულო ომის დროს (1941-1945) მეთაურობდა საკავალერიო პოლკს, ბრიგადას, იყო საკავალერიო დივიზიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი. მონაწილეობდა მოსკოვის მისადგომებთან და სტალინგრადის ბრძოლებში, იმიერპოლარეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ვენის განთავისუფლებაში. ომის შემდგომ წლებში მეთაურობდა შენაერთებს, საარმიო გაერთიანებებს. 1969 წლიდან თადარიგში გადავიდა. პირველი აფხაზი საბჭოთა გენერალი, 1965 წლიდან გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოებულია მედლებით, აგრეთვე უცხოური მედლებითა და ორდენებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.435; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ru.wikipedia.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |