შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ხარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიროვაბადი, აზერბაიჯანი. 1952-1977წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიული განყოფილების გამგე; მისი შრომები ეხება მცენარეთა სისტემატიკის, ფლორისტიკისა და კავკასიის ფლორის ისტორიის საკითხებს. შეადგინა კავკასიონის მაღალმთის ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ორიგინალური სქემა. იყო "საქართველოს ფლორის" პასუხისმგებელი რედაქტორი და ძირითადი შემდგენელი, "სსრკ ფლორის", ზოგიერთი რესპუბლიკური "ფლორის" და "საქართველოს სსრ წითელი წიგნის" ერთ-ერთი ავტორი. "მცენარეთა სისტემატიკის ნარკვევების" 18 განაკვეთის რედაქტორი. 80-მდე ახალი ტაქსონის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბოტანიკოს-სისტემატიკოსი, ფლორისტი და ბოტანიკოს-გეოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.435-436 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |