შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე სიბილა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის მე-13 ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1922 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრის დასში. ის მოღვაწეობდა ქუთაისის, სოხუმის, ფოთის, ჭიათურის თეატრებში, 1931 წლიდან კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუცა (ვ. გუნიას "აღლუმი"), ელენე( ლ. არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი"), მზევინარი (უ, ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), ბაბული, თეკლე(ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი" და "უგვირგვინო მეფენი"), ლაურა (ა. პუშკინის "ქვის სტუმარი"), ტატიანა და ქსენია (მ. ლავრენიოვის "რღვევა"), ოლგა (ა. აფინოგენოვის "მგლის ბილიკი"), დეზდემონა (უ. შექსპირის "ოტელო"), ლუიზა, ანნა, კენედი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული" და "მარია სტიუარტი") და სხვ. ე. სიბილა მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს რადიოს ლიტერატურულ გადაცემებში, კინოსტუდიაში ახმოვანებდა ფილმებს. 1928-1937 წლებში შეთავსებით მუშაობდა თოჯინების თეატრში. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ. 24 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |