შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ გორდელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციებში - სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; მივლინებული იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, როგორც სამშენრბლო დარგის სპეციალისტი; მუშაობდა საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტში მშენებელ ინჟინრად; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის მშენებლობის განყოფილების უფროსი რეფერენტი, საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრისა და სახელმწიფო გაერთიანება "საქსაშენმასალების" თავმჯდომარის მოადგილე, ჰოლდინგური კომპანია "საშენი მასალების" ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესცენტრ "საშენი მასალების" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.162; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.93 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |