The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინა გლობენკო-თურმანიძე

ნინა გლობენკო-თურმანიძე
ოფიციალური სახელი:ნინა გლობენკო
დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1901  (123 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

შემოქმედებითი მოღვაწეობა 1927 წელს დაიწყო თბილისის ახლად დაარსებულ მოზარდ მაყურებელთა რუსულ თატრში. ის სამართლიანად ითვლება ამ თეატრის ერთ-ერთ დამაარსებლად ნ. მარშაკთან ერთად. 30 წელზე მეტი მოღვაწებოდა ამ თეატრში და შექმნა მრავალი საინტერესო სახე, მათ შორის აღსანიშნავია: ელიზა, ლუსი (ა. ბრუნშტეინის "ბიძია თომას ქოხი"), ირინა პანტელეიმონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), ლიდია დიმიტრიევნა (ა. ბრუნშტეინის "ცისფერი და ვარდისფერი"), არინა, აგრაფინა (ა. ოსტროვსკის "სიღარიბე საძრახისი არ არის", "შინაურები ვართ, მოვრიგდებით"), დედინაცვალი, ყვავი (ე. შვარცის "თხუპნია", "თოვლის დედოფალი"), მარინე (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.40; www.google.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: