Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზეინაბ ზალდასტანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქალთა მე-6 საშუალო სკოლა1950 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1954 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატა (დ. დობრიჩანინის "სამი ბულბულის ქ. N17"), ანა (მ. გორკის "ფსკერზე"), დონა როზა (ჩ. ბრონდონის "ჩარლის დეიდა"), ქალი (გ. აბაშიძის "მუმლი მუხასა"), თეკლა ბიჭი, ციკო (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე", "სამსახიობა რაინდისა"), კატინა (აქვ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მარგარიტა ბროუდი (ა. კრონინის "ბროუდის ციხე-სიმაგრე"), ქსენია (ნ. დუმბაძის, გ. ლორთქიფანიძის "მე ვხედავ მზეს"), ვარვარა (ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა"), ირინა პანტელეიმონოვნა (ნ. გოგოლის "ქორწინება"), ნადეჟდა (აკ. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში"), ვოლკოვა (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბაბიაკოვა (ბუკოვაჩანის "მამლის ყოვილამდე") და სხვა. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.41 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |