Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო გეგელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის ზონა. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1948-1956 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. ერთდროულად იყო საქართველოს სამედიცინო გამომცემლობის რედაქტორ-კონსულტანტი, ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" პასუხისმგებელი მდივანი (1957-1961), პირველი ქართული სამედიცინო გაზეთის "სახალხო ჯანმრთელობის" დაარსების ორგანიზატორი და რედაქტორი (1967-1969). მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლულ მდივნად, ნეიროჰისტოფიზიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში (1958-1987). ერთდროულად იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე (1973-1985), 1987 წელს ამავე სამინისტროს მთავარი სპეციალისტი. ქსე-ს მედიცინის რედაქციის სექციის თავმჯდომარე. იგი იკვლევდა ნევროლოგიის, ნეიროციტოქიმიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატიისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, ნევროლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.570 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |