The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ მესხიძე

არჩილ მესხიძე
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1999  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II პედაგოგიური ტექნიკუმი.

1931-1933წწ. მუშაობდა ზემო სვანეთში დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, აქვე, სკოლაში, სიმღერასაც ასწავლიდა; იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1936-1939წწ. დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მუშაობდა მომღერალ-მოცეკვავედ და მონაწილეობა მიიღო მოსკოვსა და ლენინგრადში გამართულ ქართული ხელოვნების პირველ დეკადაში; 1937 წელს შეთავსებით მუშაობდა მასწავლებლად ქალაქ ხაშურის მუსიკალურ სკოლაში; აქაც და საშუალო სკოლაშიც ხალხურ საკრავებს ასწავლიდა და თან მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა; შემდეგ საქარველოს ფილარმონიაში დაიწყო მუშაობა მომღერალ-მსახიობად; 1946 წლიდან კარგახანს ოქტომბრის რაიონის 36-ე საშუალო სკოლის სიმღერა-მუსიკის მასწავლებელი იყო და დროდადრო სასკოლო გუნდებსაც ხელმძღვანელობდა; რვა წელი I საფერშლო სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა; 1949-1958წწ. იყო ფარმაკოქიმიურ ქარხანაში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; პარალელურად ხელმძღვანელობდა საზკვების, ვაჭრობის კულტურის სახლისა და ლაგოდეხის რაიონულ ანსამბლებს; 1951 წელს ეს ანსამბლები მეშვიდე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამოვიდნენ და მსმენელთა დიდი ყურადღება დაიმსახურეს; 1959-1961წწ. იყო წითელწყაროს რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; ანსამბლი კარგად შერჩეული რეპერტუარით წარდგა მაყურებელთა წინაშე მხატვრული თვითმოქმედების მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე; შემდგომ, ხუთი წელი თბილისის პირველი სამკერვალო ფაბრიკის ანსამბლის ხელმძღვანელად მუშაობდა; სამამულო ომში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს მედლები. ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 152

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"

გააზიარე: