Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჭუტული მიმინოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი. დაამთავრა ქ. ცხაკაიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი(მემინდვრეობა). თხუთმეტი წლის იყო, როდესაც საგუნდო მოღვაწეობა დაიწყო; ამ საქმეში მას დიდად შეუწყეს ხელი რემა შელეგიამ, ნოკო ხურციამ და ცხაკაიას ტექნიკუმის სიმღერა-გალობის მასწავლებელმა ვალერიან გეგეჭკორმა; შემდეგომ, ახალბედა ლოტბარი ანსამბლებს ამ გამოჩენილ მოღვაწეთა დახმარებითა და კონსულტაციით ხელმძღვანელობდა; 1954-1958წწ. როგორც ლოტბარი მოემსახურა: ცხაკაიას ხალიჩების საქსოვ ფაბრიკას, ძველი სენაკის საბჭოთა მეურნეობას, ძველი სენაკის კულტურის სახლს, ქვემო ქვალონის მეღორეობის საბჭოთა მეურნეობას, ახალი სოფლისა და ხობის საშუალო სკოლებს, აგრეთვე ძველი სენაკის, ცხაკაისა და თეკლათის საშუალო სკოლებს და ცხაკაიას სარაიონო კულტურის სახლს; 1957 წელს მეჩონგურე ვაჟთა ტრიო ჩამოაყალიბა და ახალგაზრდობის მხატვრული ფესტივალის ლაურეატობა მოიპოვა; იმავე წელს, მის მიერვე მომზადებულმა ცხაკაიას გაერთიანებულმა ახალგაზრდულმა ანსამბლმა საქართველოს პირველ რესპუბლიკურ ფესტივალში უმაღლესი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა; ორი წლის შემდეგ მოსწავლეთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე გამოსასვლელად მოამზადა ცხაკაიას პირველი საშუალო სკოლის ანსამბლი; ჯერ ზუგდიდში გამართულ ზონალურ, ხოლო შემდეგ თბილისში მოწყობილ რესპუბლიკურ დათვალიერებაზე ანსამბლმა წარმატება მოიპოვა და გამარჯვებულთა კონცერტში მიიღო მონაწილეობა; 1959 წელს აბაშაში დაიწყო მუშაობა, სადაც რაიონულ გუნდს ხელმძღვანელობდა, მეჩონგურეთა ანსამბლი და "შვიდკაცა" ჩამოაყალიბა; აბაშისა და ცხაკაიას მხატვრულმა კოლექტივებმა საბჭოთა საქართველოს 40 წლის ზეიმშიც მიიღეს მონაწილეობა; აგრეთვე, მოამზადა, ბიისა და ნოჯიხევის(ხობი) საშუალო სკოლების სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლები; წარმატებით იმუშავა ხობის სიმღერისა და ცეკვის რაიონული ანსამბლის ხელმძღვანელად; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 155; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.107 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |