The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ დავითაია

Date of birth:17 October, 1921  (103 years)
Date of death:19??
Category:Art historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი.

1938 წელს დაამთავრა თბილისის მეორე საცდელ-საჩვენებელი სკოლა. იმავე წელს შევიდა და 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1942-1943წწ. მუშაობდა ბოლნისის საშუალო სკოლაში პედაგოგად. 1944-1949წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე; 1950-1952წწ. მუშაობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის კაბინეტის გამგედ; 1952-1954წწ. პასუხისმგებელ მდივნად; პარალელურად მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სამხატვრო საბჭოს მდივნად; 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში თეატრის ისტორიის კაბინეტის უმცროს ლაბორანტად; 1970 წლიდან - სამეცნიერო თანამშრომლად; გამოქვეყნებული აქვს წიგნები; მისი სტატიები და პუბლიკაციები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

დისერტაციის თემა - "რევოლუციამდელი ქართული თეატრი სამსახიობო შემოქმედების განზოგადებისათვის" (კოტე ყიფიანის მაგალითზე)", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.46

Bibliography


Share: