The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ გოროზია

ავთანდილ გოროზია
დაბადების თარიღი:1927  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჭყონი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს.

1950-1976წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სახავტოგზაპროექტში" (ყოფილი "სოიუზდორპროექტი") ინჟინრად, საგამოკვლევო პარტიისა და ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად, საგზაო განყოფილების უფროსად, "აგურა-ადლერის" საავტომობილო გზის პროექტის მთავარ ინჟინრად; 1976-1987წწ. იყო იმავე ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი და დირექტორის მოადგილე; მისი მონაწილეობით დაპროექტდა მრავალი საავტომობილო გზა და ავტომაგისტრალი ურთულეს ბუნებრის პირობებში: კავკასიაში, შუა აზიაში, პამირზე, ჰიმალაიზე, ჩრდილოეთ აფრიკასა და მადაგასკარში; მისი ხელმძღვანელობით დაპროექტდა "კუშკა-გურათ-ყანდაარის" 500 კმ-იანი საავტომობილო მაგისტრალი; 1975-1985წწ. ხელმძღვანელობდა შავიზღვისპირეთის საგზაო ქსელის განვითარების საპროექტო სამუშაოებს, რისთვისაც მიენიჭა სსრკ-ს სახელმწიფო პრემია; წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საავტომობილო გზების პროფილით სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 1956-1987წწ. მივლინებული იყო ავღანეთში, "ჩარიკარ-ულანგ-დოშის", ჩრდილოეთ და სამხრეთ ავღანეთის შემაერთებელი 107 კმ. სალანგისა და "კუნდუზ-ფაიზაბადის" 200 კმ. საავტომობილო გზების პროექტების მთავარ ინჟინრად, საბჭოთა მკვლევარ-მაძიებელ სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელად; 1987-1988წწ. ქ. ქაბულის საგზაო დეპარტამენტის მთავარ ინჟინრად და საპროექტო ჯგუფის უფროსად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.162-163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: