The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მილორავა

Date of birth:5 May, 1928  (96 years)
Category:Playwright, Historian, Actor/Actress, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1945) და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი (ექსტერნად, 1943).

სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქუთაისის თეატრში მსახიობად (1942-1947), ქუთაისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში პედაგოგად (1947-1952); ზუგდიდის თეატრში დირექტორად და მსახიობად (1952-1955); ცეკავშირის რესპუბლიკური კლუბის დირექტორად (1956-1958), ს. ზაქარიაძის სახ. კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელის პედაგოგად (1961-1971); გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1972-1977), რუსთავის თეატრის დირექტორად (1977-1981); გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში (1984-1989); 1989 წლიდან იყო მსახიობის სახლის დირექტორი და შემდგომ უფროსი კონსულტანტი. ლ. მილორავამ სამწერლო-დრამატურგიული მოღვაწეობა 1956 წლიდან დაიწყო. მის მიერ დაწერილი პიესებიდან აღსანიშნავია: "კარპ-ჯიუტი" ("მოხუცის გული"), "მრუდე კიბე", "გაცოცხლებული მიწა", "მელა მახეში", "გაუქმებული ჯიხური", "საბედისწერო ხუმრობა" და სხვ. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ. 36; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.59

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: