შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბრამ რუბინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბრესტ-ლიტოვსკი. დაამთავრა ხარკოვის თეატრალურ სკოლა (1921) და მოსკოვის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი სარეჟისორო სახელოსნო (1925). მუშაობდა რეჟისორად: რიბინსკის პროლეტკულტის (1925-1926), ვიატკის (1927-1928) და დნეპროპეტროვსკის რუსულ (1928-1931) თეატრებში, ეწეოდა ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას, ხელმძღვანელობდა მხატვრულ თვითმოქმედებას, გარკვეულ პერიოდში სათავეში ედგა მოზარდ-მაყურებელთა თეატრს, ხოლო 1934-1938 წლებში მ. გორკის სახ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ის იყო მოსკოვის პროლეტკულტის (1932-1934), მოსკოვის ოლქის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი (1934-1935), თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის (1938) რეჟისიორი. პარალელურად ლექციებს კითხულობდა თეტრალურ ინსტიტუტში. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მ. გორკის "მტრები", კ. ფინის "სისულელე", კორნრიჩუკის "პალატონ კრეჩეტი", ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისგან", ა. ოსტროვკის "მგლები და ცხვრები", ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი", კ. ვოლფის "პროფესორი მამალოკი", ვს. როკის "ინჟინერი სერგეევი", კ. სიმონოვის "რუსი ხალხი", გ. აბაშიძის "მოგზაურობა სამ დროში" და სხვ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.44 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |