The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ხატიაშვილი

დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:19 აგვისტო, 1985  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1947 წელს.

1947 წელს მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1972 წლიდან იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და დაკონსერვების ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 1973 წლიდან დარგობრივი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე. მისი შრომები ძირითადად ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ქიმიურ-ტექნოლოგიურ საკითხებს, ხილისა და ბოსტნეულის შენახვისა და დაკონსერვების პროგრესულ მეთოდებს. ავტორია უმაღლესი სკოლის რამდენიმე სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებულია მედლებით. ქართველი მეცნიერი კვების ტექნოლოგიის დარგში. ტექნიკურ ნეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი(1971). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.442

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: