შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური გოცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თუზი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1982წწ. მუშაობდა თბილისის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N4 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1982-1984წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" მონოლითური სახლმშენებლობის განყოფილების ჯგუფის უფროსი; 1984 წელს სამუშაოდ გადაიყვანა ახალშექმნილ საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "საქმონოლითმშენში", სადაც მუშაობდა მონოლითური საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; შპს "მონოლითის" დამფუძნებელი და დირექტორია; არის საქართველოში მონოლითური სახლმშენებლობის ერთ-ერთი დამნერგავი; უშუალოდ მონაწილეობდა გლდანის V-VI და მუხიანის II-IV მკ/რაიონებში მონოლითური 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლების, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე 16-სართულიან კორპუს "ასფურცელას" (აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.165
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |