The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ გოცირიძე

მიხეილ გოცირიძე
Date of birth:20 July, 1939  (86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1964 წელს.

1957-1967წწ. მუშაობდა ქარხანა "ელექტროავტომატში"; 1967-1978წწ. ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენში"; 1978-1985წწ. მივლინებული იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელად; 1985 წელს დაინიშნა ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N8 მექანიზებული კოლონის უფროსად; 1988 წლიდან - ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების სამშენებლო შპს "კავკასიონის" გენერალურ დირექტორად; 2003-2006წწ. ხელმძღვანელობდა შპს "ენერგოტრანსს"; აქტიურად იყო ჩართული საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, ბელორუსის, უკრაინისა და რუსეთის მთელი რიგი ცენტრალური რაიონების ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის განვითარებაში; მისი მონაწილეობით აშენებულ და საექსპლუატაციოდ გაშვებულ ობიექტებს შორისაა: საქართველო-რუსეთის, სომხეთ-თურქეთის, რუსეთ-ჩეხოსლოვაკიის, რუსეთ-პოლონეთის, კურსკის ატომურ სადგურ-ჩრდილოეთ უკრაინის, ტიხორეცკ-ვოლგოდონსკის (როსტოვის ოლქში), ბალალოვოს ატომურ სადგურ-ტრუბნაიას (სარატოვსა და ვოლგოგრადის ოლქში), ვოლგოდონსკ-შახტის (როსტოვის ოლქში), "აზერბაიჯანის სრეს-აფშერონის", "აზერბაიჯანის სრეს-მუხრანის ველის" (აზერბაიჯანი-საქართველო) და სხვა ელექტროსისტემების შემაერთებელი 220, 400, 500 და 750 კვ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 1500 კვ ძაბვის სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის "ეკიბას-ტუზი-ცენტრის" 80 კმ-იანი მონაკვეთი სარატოვის ოლქში, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.166; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.256; წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 90-91

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა - განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის

Share: