The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ გოცირიძე

ომარ გოცირიძე
Date of birth:1944  (81 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფაკულტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1968 წელს.

1969-1972წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში - ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1972-1975წწ. იყო საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ქ. თბილისის კომუნალური გაერთიანების უფროსი ინჟინერი; 1978-1989წწ. გაერთიანება "თბილწყალკანალის" (ამჟამად კომპანია "თბილისის წყალი") საავარიო სამსახურის მთავარი ინჟინერი, სამსახურის უფროსი; 1989-2000წწ. იყო კომპანია "თბილისის წყლის" წყალსადენის ტრესტის მმართველი; 2005-2008წწ. ამავე კომპანიის წყალსადენის ქსელების სამსახურის უფროსი; 2008-2009წწ. წარმოების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2009 წლიდან არის კომპანია "თბილისის წყლის" ტექნიკური დირექტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.166


Share: