The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ხაჯალია

შოთა ხაჯალია
სხვა სახელი:შოთა ხაჟალია
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1917
გარდაცვ. თარიღი:1991  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვბილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1939 წელს.

1939-1952 წლებში იყო გორის თეატრის მსახიობი, სადაც განასახიერა: პატარა კახი, (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), ლენინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), გრუმიო (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), რასპლიუევი (ა. სუხოვი-კობილინის "კრეჩინსკის ქორწინება"), ხრაპოვი (მ. გორკის "ვასა ჟელეზნიოვა"), უჩა (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია") და სხვა. 1952-1968 წლებში ქუთაისის თეატრის მსახიობია. აქ შექმნილ სახეთაგან აღსანიშნავია: აკაკი (დ. თაქთაქიშვილის "შარავანდედი"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), მაკი (კ. მიუფკეს "ხვალინდელი დღე ჩვენი იქნება"), ვარლამ დოჭვირი (ვ. გაბესკირიას "უფსკრულთან"), ბაჩუა (ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), გეგელა (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), ბლაგოი (ბ. ნუშიჩის "ფილოსოფიის დოქტორი"), კარანდიშევი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ტარასი ხაზარაძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი") და სხვა. 1969-1979 წლებში თბილისის ვ. აბაშიძის სახ. მუსკომედიის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: აბრამგულა (ვ. აზარაშვილის "მეცხრე ტალღა"), ვუნდერვუნდი (რ. მილიუტინის "ჩანიტას კოცნა"), შაითან ხიხო (ზ. ბაქრაძის "შაითან ხიხო"), ალფრედ დულიტლი (ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი"), ბოღმა ვანო, იეთიმ გურჯი (გ. ცაბაძის "კურკას ქორწილი", "სიყვარულის მგოსანი ვარ"), და სხვა. 1979 წლიდან გადადის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრში, სადაც შექმნა მისი საუკეთესო როლები: ხრინწა (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), მოხუცი ქისტი (ვაჟა-ფშაველას "მთანი მაღალნი"), ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), ემოკრიტე (ი. ვაკელის "აპრაკუნე") და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.449; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.60-612007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.50

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1956-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: