The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ იშხნელი

თამარ იშხნელი
Date of birth:1 May, 1896
Date of death:23 October, 1994  (at 98 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1910-1917წწ. სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში.

1918-1919წწ. დებმა იშხნელებმა ჩამოაყალიბეს თვითმოქმედი ანსამბლი და კონცერტებით გამოდიოდნენ ქუთაისში. 1930 წელს იგი ოჯახთან ერთად გადავიდა თბილისში. 1940 წელს დებთან ერთად მღეროდა საქართველოს რადიოკომიტეტის ანსამბლში. იმავე წელს დები იშხნელების კვარტეტი მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ ანსამბლს, გამოდიოდა სოლო კონცერტებითაც. მღეროდა როგორც ქართულ ასევე რუსულ რომანსებს, იგი რამოდენიმე სიმღერის ავტორიცაა. დიდია დები იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის პროპაგანდისა და დახვეწის საქმეში; ეს კვარტეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იშხნელების რეპერტუარიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "ციცინათელა" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ხალხური) "ყაყაჩო აყვავებულა" (ტექსტი და მელოდია ხალხური), "სულიკო" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა. ვ. წერეთლის), "ტურფავ,ტურფავ" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ხალხური), "შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ივ. კერესელიძის), "ისევ შენ და ისევ შენ" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ა. ყარაშვილის), "სანთელივით ჩავქრები" (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ხალხური), "არც ჰოს ამბობ, არც არას" (ტექსტი ი. გრიშაშვილის, მუსიკა იშხნელების), "მეტეხის თავზე" (ტექსტი გ. ლეონიძის, მუსიკა იშხნელების), "რა დამავიწყებს" (ტექსტი ლ. ასათიანის, მუსიკა ხალხური), "ბულბული (ტექსტი ალ. ჭავჭავაძის, მუსიკა ო. დიხამინჯიასი), "ორთავ თვალის სინათლევ" (ტექსტი და მუსიკა ხალხური) და სხვა. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.25; მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. - გვ. 435; ნუმც მოიშლება ხსენება მათი... : კრებული / გელა ქოქიაშვილი.-თბ.,2019.-345-351; ჟურნალი Copyright-ი : პირველი ჟურნალი საავტორო უფლებების დაცვის სფეროში: gca.ge (გვ. 26-37); ა. ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი : folk.gov.ge

Awards and Honors

  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1949 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: