The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუნუ თეთრაძე

ნუნუ თეთრაძე
Date of birth:23 November, 1911
Date of death:2 May, 1986  (at 74 years)
Burial location:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია 1937 წელს.

იმავე წელს ახალგაზრდა სტუდიელებთან ერთად გაემგზავრა ბათუმში და დაიწყო სამსახიობო მოღვაწეობა. ბათუმის თეატრში მას განსახიერებული აქვს 200-ზე მეტი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ჰორტენზია (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ნინო (გ. მდივნის "ბრმა"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ელიზავეტა პავლოვნა (ა. შერვაშიძის "ბაგრატიონი"), ლიზა (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ვარდო (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), ლიუბოვ იაროვაია (კ. ტრენიოვის "ლიუბოვ იაროვაია"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), კორინკინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშვენი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), იოკასტა (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ხანუმა (აქვ. ცაგარელის "ხანუმა"), ლიზა (კ. სიმონოვის "მელოდე"), ფოფია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), სოფიო (შ. როყვას "დედა"), საბედო (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), ნუნუ (ა. ყაზბეგის "მამის მკვლელი"), ეთერი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ჯესი (კ. მინონოვის "რუსეთის საკითხი"). თითქმის ნახეარი საუკუნის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში. 

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.48; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.6-7; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Awards and Honors

  • 1959 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1945 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

Share: