Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლონგინოზ მიმინოშვილი![]()
Biography11 წლის ყმაწვილი უკვე ამზადებდა ნოსირის სასკოლო გუნდს; ეს იყო მისი პირველი გამოსვლა სცენაზე; ნიჭიერი მოსწავლის მიერ მომზადებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ომის წინ სარაიონო დათვალიერებაზე პირველი ადგილი დაისაკუთრა; ის მოწაფეობის ასაკში გახდა რემა შელეგიას გუნდის წევრი; ამ გუნდში 1947 წლამდე ჯერ მომღერალი, შემდეგ ლოტბარი იყო(რემა შელეგია სამხატვრო ხელმძღვანელი); ორი წლის შემდეგ ლონგინოზ ცხაკაიას რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად დანიშნეს, სადაც სამი წელი წარმატებით იმუშავა; ასევე წარმატებით იმუშავა ცხაკაიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მოწაფეთა გუნდთან, რომელმაც 1948 წელს პროფკავშირთა რეცპუბლიკურ დათვალიერებაზე პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა, შემდეგ, ნოსირის მუშათა გუნდი ასახელა თბილისში რესპუბლიკურ დათვალიერებაზე და მედპერსონალისა და მასწავლებელთა მონაწილეობით შექმნილი გუნდი წარმატებით გამოიყვანა კონცერტებზე; 1951 წელს ამავე შემადგენლობით კულტსახლის 160-კაციანმა ანსამბლმა თბილისში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა(პირადად ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით დაჯილდოვდა); უკვე ნათლად გამოვლინდა ლოტბარის გაზრდილი შემოქმედებითი ოსტატობა, რაც რემა შელეგიასაგან და განსაკუთრებით კი ნოკო ხურციასგან მიიღო; ნოკო ხურციამ სიცოცხლის ბოლო წლებში მრავალი სიმღერა შეასწავლა, სალოტბარო ხერხებიც დაუხვეწა, საორგანიზაციო გამოცდილებაც გადასცა; 1954 წელს ცხაკაიას რაიონის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის სიმღერისა და ცეკვის მრავალრიცხოვანმა ანსამბლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა თბილისში გამართულ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე; ცხაკაიას რაიონში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმოქმედების დათვალიერება, სადაც 20 კოლექტივი გამოვიდა, ლონგინოზ მიმინოშვილი ნოსირის საშუალო სკოლის ანსამბლით წარდგა დათვალიერებაზე; მიღებული აქვს მრავალი საპატიო ჯილდო; ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ. 156 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |