Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო გეგეჭკორი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის კავშირგაბმულობის სამხედრო-ელექტროტექნიკური აკადემია 1947 წელს. II მსოფლიო ომის მონაწილე. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა თეირანის (1943), იალტის (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციების მომზადებაში(ასრულებდა სპეციალურ სამხედრო დავალებებს). მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს საკონსტრუქტორო ბიუროში, სადაც შექმნა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის პროექტი. მისი ხელმძღვანელობით (მთავარი კონსრუქტორი) შეიქმნა რამდენიმე ტიპის სარაკეტო სისტემა, აგრეთვე ხომალდსაწინააღმდეგო, "ჰაერ-ჰაერის" და სხვა კლასის რაკეტები. 1950 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. წარდგენილი იყო სოციალისტური შრომის გმირობაზეც, მაგრამ მამის, ლავრენტი ბერიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, 1953 წელს სერგო გეგეჭკორიც დააპატიმრეს. ჩამოართვეს ყველა წოდება და ჯილდო. 1954 წელს, რუსეთის ტექნიკური ინტელიგენციის მოთხოვნით, გაათავისუფლეს და სამუშაოდ გაგზავნეს სვერდლოვსკში, სადაც განაგრძო ახალი სარაკეტო სისტემების დამუშავება. 1964 წლიდან მუშაობდა უკარინაში. 1990 წლიდან იყო უკრაინის მანქანათმშენებლობის კიევის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "კომეტის" დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი. 1991 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ სპეციალისტებთან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952). სარაკეტო სისტემების კონსტრუქტორი. ინჟინერ-პოლკოვნიკი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997. გვ.573 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |