The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მზია მაღლაკელიძე

მზია მაღლაკელიძე
Date of birth:29 May, 1936  (88 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მე-6 ქალთა საშუალო სკოლა 1954 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962 წელს.

მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: ლელა (დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი"), ქალიშვილი (ნ. ჰიქმეთის "დამოკლეს მახვილი"), ქრისტინა (სერვანტესის "სალამანდრის გამოქვაბული") და სხვა. 1964 წელს რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. აქ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მერი უორენი (ა. მილერის "სეილემის პროცესი") სოფლელი გოგონა, მოტირალი, წერო (სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა", მელა (ა. ეგზიუპერის "პატარა უფლისწული"), გულქანა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ძიძა (ჟ. ანუის "მედეა"), ლუბა ნოდია, ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე", "საბრალდებო დასკვნა"), გულთმაზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე) და სხვა. გადაღებულია კინოფილმებშიც. მათ შორის აღსანიშნავია სოფიო მკითხავი ("დიდი მწვანე ველი"), ბეიბი ("ძველი მორალი"). 1973 წელიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სასცენო მეტყველების პედაგოგი, დოცენტი (1993). 

წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.31; ეროვნული ფილმოგრაფია geocinema.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.588

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: