Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მზია მახვილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქალთა 23-ე საშუალო სკოლა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949 წელს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქრისტინე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ვარდო (გ. მდივნის "ვარდო"), ჟენია (სოფრონოვის "მოსკოვური ხასიათი"), თინა (გ. შატბერაშვილის "ძველი სახლი"), ფატი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), თებრო (ს. შანშიაშვილის "ახალი ფუძე"), ნაზიკო (ვ. პატარაიას "სანაპიროზე"), ვიოლა (შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), ეთერი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ეთერი (კ. ბუაჩიძის "ვარდი ასფურცლოვანი"), იაზგული (ჰ. მუხთაროვის "ოჯახის ღირსება"), დონა ანა (მორეტოს "ცოცხალი პორტრეტი) მაია (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი) და სხვა. გადაღებულია რამდენიმე კინოფილმში: მათ შორის აღსანიშნავია: დედა ("მონანიება", 1984). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.32; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.623 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |