The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე გრემელაშვილი

ივანე გრემელაშვილი
Date of birth:2 May, 1954  (70 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შალაური, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტორის სპეციალობით 1977 წელს.

1980 წლამდე მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად; 1980-1993წწ. მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოს საპროექტო-სარესტავრაციო ინსტიტუტ "საქრესტავრაციაში" არქიტექტორ-რესტავრატორად, განყოფილების გამგედ; 1993 წლიდან, ჯერ საპროექტო ინსტიტუტ "საქრესტავრაციის", შემდეგ კი "ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის რესტავრაციის ცენტრის" დირექტორი იყო; შესრულებული აქვს ქართული ხუროთმოძღვრების ოცდაათამდე ძეგლის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-სარესტავრაციო სამუშაოები. მათ შორის: გელათის სამონასტრო კომპლექსის, გეგუთის არქიტექტურული კომპლექსის, ბაგრატის ტაძრის, ძველი ქუთაისის საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და სხვა; 1993 წლიდან ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრია; პროფესიული შრომითი საქმიანობის პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1996-1997წწ. იყო ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის დაცვის კანონზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.168

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Share: