Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ გრიგოლია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტში რიგით და უფროს ინჟინრად; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სისტემაში. განვლო ყველა პროფესიული სამსახურეობრივი საფეხური სამუშაოთა მწარმოებლიდან N4 სახლსაშენ კომბინატ "ლილოს" მმართველის პოსტამდე; კომბინატის პრივატიზაციის შემდეგ სს "ნაძალადევის" დირექტორი იყო; არის საქართველოს მაღლივი, ჩარჩოიანი და ჩარჩომობმული მშენებლობის ერთ-ერთი მესაძირკვლეთაგანი; 1980-1986წწ. გ. კიზირიასთან. მ. მარჯანიშვილთან, ა. ყაჭეიშვილთან და დ. ჯობავასთან ერთად, ამუშავებდა და ნერგავდა უშუალოდ მშენებლობაზე ანაკრებ-მონოლითურ, წინასწარდაძაბულ საძირკვლებს ჩარჩოიანი და ჩარჩომობმული კარკასული შენობა-ნაგებობებისთვის; ამ მეთოდს, რომლითაც თბილისში ათობით მაღლივი საცხოვრებელი სახლი აშენდა, ფართო გამოხმაურება ჰქონდა სამშენებლო სფეროს სამეცნიერო და საინჟინრო წრეებში; არის არაერთი ლიცენზირებული გამოგონების ავტორი; გამოცემული აქვს სახელმძღვანელო "შენობა-ნაგებობათა ავარიები, აღდგენა-გაძლიერება და ახალი კონსტრუქციები". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.169; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |