The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირიანაშვილი დავით

Date of birth:11 June, 1903
Date of death:August, 1972  (at 69 years)
Category:Architect, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1930 წელს.

1924 წელს დაიწყო მუშაობა ბათუმის თეატრში მხატვარ-გამფორმებლად, პარალელურად განახორციელა დადგმები ქუთაისის თეატრში. 1929 წელს მის მიერ გაფორმებული იყო კ. დოღონაძის ქუთაისის სატირის თეატრის მთელი პროგრამა. ამავე წელს მიწვეულ იქნა სოხუმის თეატრის მხატვარ-გამფორმებლად. 1940 წლიდან მუშაობს: ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის, სანკულტურის, გორის, ჭიათურის, ფოთის, თელავის, ცხინვალის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ახალციხის და სხვა თეატრებში. დ. მირიანაშვილს გაფორმებული აქვს 200-მდე სპექტაკლი. მათ შორის-ქუთაისში(1926-1950): ვიგებოილის "ვინ არის ყველაზე სულელი", შ. დადიანის "გუშინდელნი", მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები", ბ. ლავრენიოვის "რღვევა" და ა. შ.; სოხუმის ქართულ დრამატულ თეატრში(1929-1940): პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", გრ. რობაქიძის "ლამარა", დ. ერისთავის "გაყრა", ფ. შილერის "ყაჩაღები", "ფიესკოს შეთქმულება", შ. დადიანის "გუშინდელნი", ვოინიჩის "კრაზანა" და სხვ.; ჭიათურის თეატრში(1950-1951): ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო",  ვოინიჩის "კრაზანა", ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", აკ. წერეთლის "ბაში-აჩუკი", ა. სუმბათაშვილის "ღალატი"; თბილისის ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში:  ა. ტოლსტოის "ოქროს გასაღები", ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში", აკ. წერეთლის "ნათელა" და სხვ.

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ. 46

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: