The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან გუგუშვილი

ამირან გუგუშვილი
Date of birth:21 March, 1927  (98 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1953წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "აშხაბადმშენის" (თურქმენეთი) სამუშაოთა მწარმოებლად; 1953-1955წწ. ტრესტ "აშხაბადმშენის" კრასნოდარის N5 სამშენებლო სამმართველოში; 1955-1957წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "მარისმშენში"; 1957-1968წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის ბათუმის N1 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1962-1973წწ. იყო გაერთიანება "საქტექნიკმონტაჟის"  ბათუმის სამმართველოს უფროსი; 1969 წელს მივლინებული იყო ეგვიპტის რესპუბლიკაში, ასუანის ჰესის მშენებლობაზე; 1973-1997წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N15 და N45 მოძრავ-მექანიზებულ კოლონებს; 1998 წლიდან სათავეში ედგა შპს "გაზმომარაგებას"; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად მონაწილეობდა ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების (თურქმენეთში), ასუანის ჰიდროელექტროსადგურის (ეგვიპტე), ასევე, აჭარისა და ოზურგეთის რაიონის ჩაის ფაბრიკებს, საცხოვრებელი სახლების, სკოლების, ადმინისტრაციული შენობების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.170-171

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებელი ინჟინერი

Share: