შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ ხელთუფლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკური ფაკულტეტი 1884 წელს; 1888 წელს კი პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი. 1917 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე რუსეთის რკინიგზების საექსპლოატაციო სამმართველოებში და მშენებლობაზე; 1919-1924წწ. მოსკოვის მიმოსვლის გზათა სახელმწიფო კომისარიატში. 1925 წლიდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსებაში. ხიდებისა და რკინიგზების მშენებლობის სპეციალისტი, პროფესორი (1932). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.458 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |