შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ხერგიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მესტია. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1969 წელს. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის მთამსვლელთა შორის; მისი მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. დაიღუპა იტალიაში მწვერვალ სუ-ალტოს (დოლომიტები) დალაშქვრისას. მისი სახელის უკვდავსაყოფად 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი. 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდება მისი მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1969 წელს თურქესტანის ქედზე 4960 მ. სიმაღლის მწვერვალს ხერგიანის სახელი ეწოდა. 1971 წელს კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერგიანის სახელობის პრიზი. მთამსვლელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.470; sportall.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |