შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფელიქსი სტეპუნი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარჩიხინო, მოსკოვის ოლქი. დაამთავრა თბილისის გრიბოედოვის თეატრთან არსებული სტუდია 1946 წელს. მუშაობდა: თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ (1946-1949), ჩებოქსარის მოზარდ-მაყურებელთა(1949-1950), თბილისის მოზარდ-მაყურებელთა რუსულ(1954-1968), რიაზანის მოზარდ-მაყურებელთა(1968-1970), ომსკის მოზარდ-მაყურებელთა(1971-1985) თეატრებში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ძერჟინსკი(ა. შატროვის "რევოლუციის სახე"), რინგვუდი(მ. რიდის "უთავო მხედარი"), კორობლიოვი(კავერინის "ორი კაპიტანი"), ედტილდენი(მ. ვუდის "უიტმენის ქუჩაზე"), ტომი(ბ. სტოუს "ბიძია თომას ქოხი") და სხვ. თეატრის გარდა ლ. სტეპუნი ინტენსიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ფილარმონიაში, კინოსტუდიაში, მონაწილეობას იღებდა რადიო და ტელეგადაცემებში. ის სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა მხატვრულ თვითმოქმედებას რამდენიმე სკოლასა და პიონერთა სასახლეში. ის გადაღებულია ფილმში "ჯარისკაცის მამა"(1964). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.52; ეროვნული ფილმოგრაფია : www.geocinema.ge; www.kino-teatr.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |