Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის (1944-1952), რუსთაველის (1952-1954), ვ. აბაშიძის სახელობის მუსკომედიის (1954-1955) თეატრებში; 1966 წელს მსახიობი დაუბრუნდა ბათუმის თეატრს, სადაც ოთხ ათეულ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა და შესრულებული აქვს 100-ზე მეტი როლი; ნ. წერეთლის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კაროჟნა, პელაგია (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გაჭირვება"), მზევინარი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ქრისტინე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), ქაბატო, მაშო, ორომსე (ავქ. ცაგარელის "ხანუმა", "ციმბირელი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), კინტო (ა. წერეთლის "კინტო"), მართა და იბრუხტი (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), სარე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), თინათინი (რ. მამულაშვილის "მერხებზე ანგელოზები სხედან"), კესარია (ო. იოსელიანის "მერხებზე ანგელოზები სხედან"), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), ოფელია(ვ. კანდელაკის "ამაღლებული სოფელი"), მაშა (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ლეონორა (ო. შედრინის "ცელქი ქალები") და სხვ. 3-ჯერ აქვს მიღებული საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ყოველწლირი პრემია შესრულებული როლებისთვის: ოფელია (ვ. კანდელაკის "ამაღლებული სოფელი"), თინათინი (რ. მამულაშვილის "მერხებზე ანგელოზები სხედან"), კესარია (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.55; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.395 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |