The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გუმბერიძე

გურამ გუმბერიძე
Date of birth:24 January, 1937  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო და საგზაო მანქანებისა და მოწყობილობის სპეციალობით 1960 წელს.

მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" სისტემაში; იყო N131 და N243 სამშენებლო სამმართველოს მთავარი მექანიკოსი, მექანიზაციის სამმართველოს უფროსი, ტრესტის მთავარი ენერგეტიკოსი; 1997 წელს დაინიშნა სს "ტრანსმშენის" მექანიზაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროთა დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო ვაგზლების, მარაბდა-ახალქალაქის ახალი სარკინიგზო ხაზის, მეორე სარკინიგზო ლიანდაგების ელექტროფიცირებაში, დომბაისა და ბაკურიანის ახალგაზრდული საერთაშორისო ბანაკების, თბილისსა და ზესტაფონის რკინიგზის საავადმყოფოების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში; თბილისის მეტროპოლიტენის დეპოს, ელმავალმშენებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნების რეკონსტრუქციაში; ქ. ლენინაკანის (სომხეთი) მიწისძვრისა და აფხაზეთის საომარი მოქმედებების შედეგად დანგრეულ-დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და საცხოვრებელი სახლების (სოხუმი) აღდგენაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. 2017.-გვ.172-173; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.288

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    საქართველოში სატრანსპორტო კომპლექსების მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აფხაზეთის ომის პერიოდში აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: