The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ გუნცაძე

ნუგზარ გუნცაძე
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1929
გარდაცვ. თარიღი:1981  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტებში "საქჰიდროენერგომშენი" და "კავკასელექტროქსელმშენი" სამუშაოთა მწარმოებლად; 1962 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს თბილისის რკინაბეტონის N1 ქარხნის დირექტორი; 1965-1972წწ. - თბილისის საქალაქო საბჭოს დიდუბის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1972 წელს დაინიშნა საკავშირო დაქვემდებარების სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტრომშენის" მმართველად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში აშენდა სამოქალაქო, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტები - 500 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები - "ენგურჰესი-ზესტაფონი" და "ენგურჰესისტავროპოლსრესი", მაღალი ძაბვის ელექტროსადგურები - თბილისში, ზესტაფონში, სოხუმში და სხვა. მან აღზარდა საქართველოს ენერგეტიკოს მშენებელთა საუკეთესო თაობა. გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები. იყო მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. დაჯილდოებული იყო საკავშირო და რესპუბლიკური სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.173-174; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.93

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი
  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: