The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბააკა ხერხეულიძე

Legal name:კახაბერ ხერხეულიძე
Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Nobleman, Public official

Biography

ქართლის სამეფოს ფარეშთუხუცესი, გიორგი სააკაძის მომხრეთა დასის წევრი. 1612 წელს წავკისში სააკაძეს აცნობა მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ამბავი, რითაც იგი სიკვდილს გადაარჩინა. შეთქმულებმა ცხვირი მოკვეთეს. შესაძლოა დაიღუპა მარაბდის ბრძოლაში თავის სახლიკაცებთან ერთად 1625 წელს. სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. ლუარსაბ II შეუშინდა თავადებს და სააკაძე დასაღუპავად გაიმეტა. მათ შეადგინეს სამოქმედო გეგმა - გადაწყვიტეს, სააკაძე წავკისში მოეწვიათ მეფესთან სანადიროდ, ღამე თავს დასხმოდნენ და მოეკლათ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.472;ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია : ka.wikipedia.org


Share: