| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერა ხეჩინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა ს. მ. კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1948 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს საპროექტო ინსტიტუტ საქგიპროშახტში, სადაც გაიარა გზა რიგითი არქიტექტორიდან ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორამდე. 1962-1967 წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ექსპერიმენტულ ინსტიტუტში. მის მიერ დაპროექტებული და აშენებულია ობიექტები როგორც საქართველოში - თბილისში, გაგრაში, ტყვარჩელში, ტყიბულში, წყალტუბოში, ბორჯომში, ყვარელში და სხვა, ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქებში - კისლოვოდსკში, სოჭში, ესენტუკში, პიატიგორსკში, ჟელეზნოვოდსკში, მახაჩყალაში და სხვა. იგი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსში, სადაც მიღებული აქვს პრემიები და ჯილდოები. ნამუშევრები: მადნეულის დასახლების გენერალური გეგმა (1963-1964, ბ. ინაშვილთან, დ. ოდიშარიასთან, კ. ჩხეიძესა და კ. ხატიაშვილთან ერთად), ყვარლის ქინძმარაულის ღვინის ქარხნის სადეგუსტაციო დარბაზის მიწისქვეშა ნაგებობა (1965), საჰაერო საბაგირო გზების სადგურები გაგრასა (თ. გუნიასთან ერთად) და სოჭში (რ. ბერიძესთან და გ. ნადირაძესთან ერთად) და სხვა. მრავალი სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტის პროექტის ავტორი. 1999 წელს მან შექმნა არქიტექტურული და მხატვრული გაფორმების სამუშაოების წარმოებისთვის საკუთარი ფირმა "მუზა", სადაც სიცოცხლის ბოლო დღემდე აგრძელებდა მოღვაწეობას. არის რუსეთის "სახმშენის" პრემიის ლაურეატი (1983). 2004 წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში შედგა გერა ხეჩინაშვილის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.474; ქართული პრესისის ელექტრონული არქივი : www.opentext.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.118 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

