Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაურ გასიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა ცხინვალის ქართული საშუალო სკოლა 1956 წელს; 1963-1968წწ. სწავლობდა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. სცენაზე პირველად გამოვიდა სასკოლო წარმოდგენაში. შემდეგ ხელმძღვანელობდა იმავე სკოლის დრამწრეს. 1950 წელს მიიწვიეს ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრში გ. ნახუცრიშვილის "კომბლეში" კოწოს როლის შესასრულებლად. ამის შემდეგ მას თეატრში მუშაობა აღარ შეუწყვეტია, თავდაპირველად სტატისტად, 1954 წლიდან კი მსახიობად. თეატრში ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში ნათამაშები აქვს 150-ზე მეტი მთავარი და ეპიზოდური როლი. მათ შორის აღსანიშნავია: ზურაბი (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), გოგი (ე. ნინოშვილის "ქრისტინე"), ძიუ (გ. პლიევის "ჩერმენი"), ქერუბინიო (პ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სამსონი (აკ. წერეთლის "კინტო"), ნიკოლო (ავქ. ცაგარლის "ციმბირელი"), სკაპენი (მოლიერის "სკაპენის ოინები"), ზურიკელა, ტიგრან გულოიანი, აგიტატორი, ჰიტლერი, სტუდენტი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "საბრალდებო დასკვნა", "ხატია ხედავს მზეს") და სხვა. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. მას ნათარგმნი აქვს ოსურიდან ქართულად გ. ხუგაევის პიესა "სათტი და ბათტი" ს. სალამოვის "სარმათი და მისი შვილები", ლექსები და იგავები. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1996.-გვ.46; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.278 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |