The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაზარე ყაზაიშვილი

Date of birth:17 August, 1903
Date of death:1968  (at 64 years)
Category:Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე(1921-1924). დაამთავრა აკაკი ხორავას სახელობის დრამატული სტუდია. 

1925-1926 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში; 1931-1938 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. განსახიერებული აქვს ასამდე მთავარი და ეპიზოდური როლი. მათგან აღსანიშნავია: მეომარი, სლეპცოვი, პეტროვი(ს. შანშიაშვილის "ლატავრა", "არსენა", "ანზორი"), ფრანგი(ნ. აზიანის "დეზერტირკა"), აქტიორი, როდრიგო, (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), ნირანი (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ნიკალაი (ა. იალცევის "ღვარძლი"), ფილატოვი (ვ. კირშინის "ქართა ქალაქი"), შვარცი (ფ. შილერის "ყაჩაღი"), ბერიკა, ადიკო (შ. დადიანი "თეთნულდი" და "გუშინდელნი"), ბუხუტი (ვ. შვარკინი  "ნაბიჭვარი"), სტიოპკა, განჟა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" და "ბოგდენ ხმელნიცკი"), ვალოდია (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), სილიბისტრო (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), ფრიგელა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური") და სხვ. ლ. ყაზაიშვილი გადაღებულია ფილმებში: "პალიასტომის ტბა"(ალმასხინი, 1963), "ჭრიჭინა"(1954).

წყარო: ხელოვნების კალენდარითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1993.- გვ.55


Share: