შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაზარე ყაზაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე(1921-1924). დაამთავრა აკაკი ხორავას სახელობის დრამატული სტუდია. 1925-1926 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში; 1931-1938 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში. განსახიერებული აქვს ასამდე მთავარი და ეპიზოდური როლი. მათგან აღსანიშნავია: მეომარი, სლეპცოვი, პეტროვი(ს. შანშიაშვილის "ლატავრა", "არსენა", "ანზორი"), ფრანგი(ნ. აზიანის "დეზერტირკა"), აქტიორი, როდრიგო, (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), ნირანი (ა. გლებოვის "ზაგმუკი"), ნიკალაი (ა. იალცევის "ღვარძლი"), ფილატოვი (ვ. კირშინის "ქართა ქალაქი"), შვარცი (ფ. შილერის "ყაჩაღი"), ბერიკა, ადიკო (შ. დადიანი "თეთნულდი" და "გუშინდელნი"), ბუხუტი (ვ. შვარკინი "ნაბიჭვარი"), სტიოპკა, განჟა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" და "ბოგდენ ხმელნიცკი"), ვალოდია (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), სილიბისტრო (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), ფრიგელა (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური") და სხვ. ლ. ყაზაიშვილი გადაღებულია ფილმებში: "პალიასტომის ტბა"(ალმასხინი, 1963), "ჭრიჭინა"(1954). წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1993.- გვ.55
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |