Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ხვიტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია პროფესორ ა. ციმაკურიძის კლასი 1948 წელს. 1949 წლიდან მონაწილეობს საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებზე. მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: "ქართლის პეიზაჟი" (1956), "გაზაფხულის მოლოდინი" (1952, ორივე საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო, თბილისი), "შემოდგომა სამეგრელოში" (1961), "გაზაფხული" (1968, ორივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) და სხვა. პერსონალური გამაფენა: საქართველოს ეროვნული გალერეა (თბილისი, 1994); ჯგუფური გამოფენები: ვისტა გალერეა (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ, 1998, 1996, 1992), რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენები(1949-1994), ლაგერქვისტის გალერეა (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ, 1991), ვოლფის სააუქციონო გალერეა (კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, აშშ, 1989); მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა (თბილისი), ქუთაისის მუზეუმი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა მუზეუმი (რუსეთი), კერძო კოლექციები - საქართველო, რუსეთი, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.477; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: www.art.gov.ge; მსოფლიო მხატვრობა - World Art : www.facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |