შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გურჩიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აჟარა, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. 1961-1962წწ. მუშაობდა ქ. ცელინოგრადის არქიტექტურის სამმართველოს ინჟინრად; 1962-1964წწ. "ცელინოგრადორუდის" სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1964-1966წწ. ქ. სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1966-1969წწ. ხელმძღვანელობდა "ფსხუჰესის" მშენებლობას და 1969-1998წწ. "საქგეოლოგიის" სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველოს; 1998 წლიდან სათავეში ჩაუდგა შპს "იმედი XXI"-ს; მისი მონაწილეობით აშენდა - "ფსხუჰესი" (აფხაზეთი, სოფ. ფსხუ), პიონერთა ბანაკები (ბაკურიანში, ცხვარიჭამიასა და ფოთში "მალთაყვა"), "საქგეოლოგიის" სამრეწველო-საწარმოო და სამრეწველო-სატრანსპორტო კომპლექსები (თბილისში, ბორჯომსა და თერჯოლაში), გეოლოგიის საწარმოო ბაზები (თბილისსა და თელეთში), პანსიონატები (წყნეთში, ბორჯომსა და წყალტუბოში), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (თბილისსა და წყალტუბოში) და სხვა ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.177
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |