Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი გუჯეჯიანი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N4 სამშენებლო სამმართველოში სპორტის სასახლის მშენებლობის სამშენებლო უბნის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; იყო სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სახლსაშენი კომბინატის მთავარი ინჟინერი, თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტის ბაზის უფროსი, N15 მსხვილპანელოვანი სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი და მმართველი; იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ყოფილი ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტრესტ "ინჟმშენის" მთავარი ინჟინერი; 1978 წელს გადავიდა მოსკოვში, სადაც მუშაობდა "გლავმოსსტროის" სამშენებლო-საპროექტო გაერთიანების მთავარ ინჟინრად, მოგვიანებით - "გლავმოსსტროის" N7 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1983 წლიდან დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მთავარ ინჟინრად, შემდეგ - მმართველად, იყო იმავე სამინისტროს N7 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქშახტმშენის" მმართველი; უშუალოდ მონაწილეობდა სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობაში; საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი მსხვილპანელოვან ბინათმშენებლობას და მის განვითარებას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.178 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |