Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფრიდონ გუჯეჯიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა მულახი, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1941 წელს. 1948 წელს - ასპირანტურა. შრომითი საქმიანობის საწყის ეტაპზე ხელმძღვანელობდა "საქნახშირის" სამშენებლო ტრესტის უბანს, შემდეგ - ძეგლთა დაცვის სამშენებლო-სამეცნიერო სამმართველოს, ცეკავშირის საპროექტო ორგანიზაციას, საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტს; იყო საქართველოს პროფკავშირების ტრესტ "კურორტმშენის" მმართველი; მუშაობდა საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; მისი ხელმძღვანელობით აშენდა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობა რუსთაველის გამზირზე (თბილისში), საცხოვრებელი სახლები ვაკეში, ბარათაშვილისა და სანაპიროს ქუჩის კუთხეში, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას სახლი, ქართლის რეგიონის რამდენიმე სამრეწველო ობიექტი, დიდუბის სპორტული მანეჟი, პროფკავშირირების კულტურის სახლი საბურთალოზე, "შრომითი რეზერვების" სასახლე ნაძალადევში, სპორტული კომპლექსი "ქარიშხალა", სასტუმრო "ამირანი", ბორჯომის ჭადრაკის სასახლე, ლიკანის დასასვენებელი კომპლექსი, სანატორიუმები ქობულეთში, გაგრაში და სხვა მრავალი ობიექტი; არის სამშენებლო მასალების წარმოების საკითხებზე შესრულებული 3 ნაშრომისა და რამდენიმე ათეული არქიტექტურული ძეგლის აღდგენა-რესტავრაციის ავტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.178 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |